ფეხბურთი

23:33 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეკრების მეათე დღე

თურქულ შეკრებაზე ყოფნის მეათე დღეს თბილისის “დინამოს” ორჯერადი ვარჯიში ჰქონდა. მცირე აღდგენის შემდეგ, იურაი იარაბეკმა გუნდი ტაქტიკური მეცადინეობით და სახალისო ორკარათი დატვირთა. აქტიურად დაიტვირთა გიორგი თევზაძეც.

თბილისელები ბელეკში 14 იანვრამდე დარჩებიან და დარჩენილ პერიოდში კიდევ ორ სპარინგ შეხვედრას გამართავენ. 10 თებერვალს “დინამოს” მეტოქეობას ბრატისლავის “სლოვანი” გაუწევს, ხოლო 13 თებერვალს – ლვოვის “კარპატი”.

შეგახსენებთ, რომ თბილისელებმა შეკრებაზე უკვე დაამარცხეს ხორვატიის “სპლიტი” (1:0), ბელარუსის “ბატე” (2:0) და სერბეთის “ვოივოდინა” (2:1).

0.133267