ფეხბურთი

23:12 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” ბულგარული კლუბი დაამარცხა

თბილისის “საბურთალომ” მორიგი ამხანაგური მატჩი თურქულ სიდეში ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მერვეადგილოსან “პირინთან” გამართა და 2:1 იმარჯვა.

ქართული კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ანგარიში პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმით გიორგი ხარაიშვილმა გახსნა, თუმცა, ბულგარელებმა სამ წუთში წონასწორობა აღადგინეს. მეორე ნახევრის შუაში ხარაიშვილმა მეორედ აიღო სლავების კარი და საბოლოდ შედეგი დააფიქსირა – 2:1.

მეორე ტაიმში მეტოქეთა მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება ცვლილებაზე მყოფ ფეხბურთელებსაც მისცეს.

საბურთალო: გოშაძე (ჩოჩიშვილი, 79), იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე, ალთუნაშვილი (ელვინი, 57, კოხრეიძე, 75), ბიძინაშვილი, ხარაიშვილი, ცაცკრიალაშვილი (მამუჩაშვილი, 57), ფანცულაია (ხორხელი, 75), გოშთელიანი (ივანიაძე 79).

0.131967