საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი თერჯოლის ცენტრალურ სტადიონს სტუმრობდა.
ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ დეტალურად დაათვალიერა სტადიონი, შენიშვნები ჩაიწერა და გამოსასწორებელ ხარვეზებზე ისაუბრა. მათ გაუმჯობესებას კლუბის ხელმძღვანელობა უკვე შეუდგა რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად.
შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, “საპოვნელას“ აღმასრულებებლი დირექტორი ლაშა ალიმბარაშვილი და ადგილობრივი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.