რაგბი

21:23 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნები” ლისაბონში ჩავიდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩავიდა, სადაც 13 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში მასპინძელთა გუნდს გაეჯიბრება.

ცხადია, დღეს “ბორჯღალოსნებს” დასვენების საშუალება ექნებათ, ხვალიდან კი მომავალი თამაშისთვის მზადებას დაიწყებენ.

სათქმელია, რომ პორტუგალიაში საქართველოს ნაკრებს დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძეც დაემატებიან, რომელთაც გერმანიასთან გასულ შაბათს გამართული მატჩი გამოტოვეს.

შეგახსენებთ, რომ მომავალი თამაში თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

0.137171