ფეხბურთი

19:47 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” პირადი რეკორდი დაამხო

იტალიის სერია A-ს ერთპიროვნულმა ლიდერმა “ნაპოლიმ” პირადი რეკორდი დაამყარა. ნეაპოლიტანურმა გუნდმა კვირას, იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში “კარპის” გონსალო იგუაინის გოლით მოუგო, რითაც ჩემპიონატში ზედიზედ მერვე გამარჯვება დაუგროვდა. ასეთი ხანგრძლივი გამარჯვებების სერია კი “ნაპოლის” აქამდე არ ჰქონია.

მაურიციო სარის გუნდმა დიეგო არმანდო მარადონას პერიოდის გუნდის შედეგი დაამხო. 1987-1988 წლების სეზონში ნეაპოლელებს მიჯრით შვიდ შეხვედრაში ემარჯვათ.

“ნაპოლის” დღევანდელი სერია კი სტარტს 20 დეკემბრიდან იღებს, როცა სტუმრად “ატალანტას” 3:1 მოუგეს. სარის შეგირდებმა ბოლოს ქულები 13 დეკემბერს, “რომასთან” საშინაო მატჩში დაკარგეს (0:0).

“აძური” დამდეგ ტურში თავის უშუალო კონკურენტ “იუვენტუსს” ტურინში ესტუმრება. მატჩი 13 თებერვალსაა ჩანიშნელი.

თეგები“ნაპოლი”
0.103714