ჭადრაკი

15:42 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ჭადრაკში გრანტის მოსაპოვებლად იბრძოლებს

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ევროპის საჭადრაკო კავშირის ინიციატივით, 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის “ჭადრაკი სკოლაში” მიმდინარეობასათან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბელგიის დედაქლაქი, ბრიუსელი უმაპისნძლებს. ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ბრიუსელში საქართველოც იქნება წარმოდგენილი და გრანტისთვის იბრძოლებს, რომელიც ზემოთნახსენები პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

დღეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ.

“მსოფლიო სპორტი” დღევანდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

0.119294