ფეხბურთი

15:13 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: “იუვესთან” თამაში გადამწყვეტი არ იქნება”

იტალიის სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერის, “ნაპოლის” არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა იტალიურ მედიასთან ტურინის “იუვენტუსთან” მოახლოვებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა გადამწყვეტი მაინც არ იქნებაო...

“უნდა ვიფიქროთ თამაშიდან თამაშამდე. მომდევნო მატჩამდე მოსამზადებლად კიდევ ერთი კვირა გვაქვს. გახარებული ვარ, მაგრამ ჯერ ჩემპიონობამდე ბევრია დარჩენილი. “იუვენტუსთან” რა თქმა უნდა, რთული თამაში გველოდება. მათ ზედიზედ 14 შეხვედრა მოიგეს და კარგ ფორმაში არიან. ეს არ იქნება გადამწყვეტი თამაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილადაა”, - უთხრა sky sport-ს იგუაინმა.

გონსალო იგუაინი წლეულს დიდებულ სეზონს ატარებს - სერია A-ში ჩატარებულ 24 თამაშში ამდენივე გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირობა თითქმის განაღდებული აქვს. “ნაპოლი” კი თავის მხრივ, “იუვენტუსს” 2 ქულით უსწრებს. ეს გუნდები ერთმანეთს ტურინში 13 თებერვალს შეხვდებიან.

0.132461