ფეხბურთი

2:11 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” “ვოივოდინაც” დაჯაბნა

შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” მესამე სპარინგი გამართა და მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა. კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, დინამოელები სერბულ “ვოივოდინას” დაუპირისპირდნენ და 2:1 მოიგეს.

თბილისელთა და ნოვი სადელთა მატჩი საკმაოდ აქტიურად, საინტერესოდ, მაღალ ტემპში და ხისტად წარიმართა. სამი გაძევება და რამდენიმე ყვითელი ბარათი ამის გამოძახილი იყო.

დებიუტში ორივე გუნდი შეეცადა უპირატესობის მოპოვებას. თბილისელებმა შეიძლება ითქვას აჯობეს მეტოქეს და მე-8 წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

“ვოივოდინამ” 32-ე წუთზე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა და ოჟეგოვიჩმა, რომელიც ათ წუთში რენესთან ერთად მოედნიდან გააძევეს, დარტყმა ზუსტად შეასრულა – 1:1.

მეორე ნახევარში “დინამომ” არაერთი ცვლილება განახორციელა და პირველი სახიფათო მომენტიც შექმნა, როდესაც საბა ლობჟანიძის დარტმა ხარიხას მოხვდა. მე-60 წუთზე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა როსიჩს და გააძევა კიდეც, თუმცა ურთიერთშეთანხმების შემდეგ, სერბებმა მის ადგილას სხვა ფეხბურთელი შეიყვანეს და სპარინგი თანაბარი შემადგენლობებით გაგრძელდა.

69-ე წუთზე ლობჟანიძემ ზუსტი პასით მეკარესთან პირიპირ ჯაბა ჯიღაური გაიყვანა და ამ უკანასკნელმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1. ბოლო წუთებზე აღსანიშნავია გიორგი ბეგაშვილის კარგი თამაში, რომელმაც მეტოქის სახიფათო დარტყმული მოიგერია.

იურაი იარაბეკის გუნდი შემდეგ სპარინგს 10 თებერვალს ბრატისლავის “სლოვანთან” გამართავს, 13-ში კი ლვოვის “კარპატს” დაუპირისპირდება. ისიც სათქმელია, რომ “დინამო” სინჯებზე მყოფ ბრაზილიელ შემტევ ჟაჟა დე სოუზას დაემშვიდობა. ები

“დინამო” – “ვოივოდინა” 2:1 (1:1)

“დინამო”: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი, 46), ჭელიძე, გველესიანი, რენე, ლოჩოშვილი (ამისულაშვილი, 46), პარუნაშვილი (ჩაკვეტაძე, 76), ჭანტურიშვილი, არაბული (ქვილითაია, 46), კიტეიშვილი (ჯიღაური, 46), ჯანელიძე (ს.ლობჟანიძე, 46), გელაშვილი (იაშვილი, 46).

გოლი: 1:0 გელაშვილი (8), 1:1 ოჟეგოვიჩი (32, პენ), 2:1 ჯიღაური (69)

0.173557