ფეხბურთი

1:43 | 8.02.2016 | ნანახია 0 - ჯერ

“მერანმა” ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

შეკრებაზე მყოფი მარტვილის “მერანი” ამხანაგურ მატჩში თურქულ “ქინიქსპორს” დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ამ ინფორმაციას ქართული კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მარტვილელები თამაშს საბანაძის და ჩიმაკაძის გოლებით იგებდნენ, თუმცა პირველ ტაიმშივე თურქებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მეორე ნახევარში კი კიდევ 2-ჯერ იხეირეს.

“მერანის” შემადგენლობა ასეთი გახლდათ: მამალაძე. გიორგაძე (ი.ციცხვაია, 65), ორბელაძე, მელიავა (გოგოლოძე, 75), გეგია (კენჩხაძე, 80), ჯღამაია, კიკნაველიძე, ჯიქია. ხაბელაშვილი (აშორტია, 75), ჩიმაკაძე, საბანაძე.

მერანელები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 9 თებერვალს ჩაატარებენ, 11 თებერვალს კი თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075101
სარეკლამო ადგილი - 99
X x X