ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ თურქეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თუმცა, კლუბი სეზონში მე-10 მარცხისგან ვერ იხსნა.
სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” “უშაკ სპორტიფს” სტუმრობდა და 67:74 დამარცხდა, ქართველმა ფორვარდმა კი 34:47 წუთში 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა და სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.
ვიქტორმა 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ანკარელთაგან 13-13 ქულით ფრანკ ელეგარი და ჯეი ლუკასიც გამოირჩნენ, მასპინძლებს კი ლი უოტსონმა ულიდერა 21 ქულით.
სანიკიძის კლუბი 7 მოგებით მე-11 ადგილამდე დაქვეითდა, შემდეგ მატჩს კი 13 თებერვალს ერთ-ერთ აუტსაიდერ “იესილგირესუნთან” ჩაატარებს.