“მილანის” მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ ტაილანდელი ბიზნესმენისთვის ბი ტეჩაუბოლისთვის კლუბის საკონტროლო პაკეტის გადაცემა იუარა. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება ბერლუსკონი ჩინეთიდან 600 მილიონიან (ევრო) ინვესტიციას ელოდება. ტეჩაუბოლიმ “მილანის” 48% 480 მილიონ ევროდ იყიდა და დღემდე საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებას ცდილობს.