“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობისა და ჟოზე მოურინიოს შორის მოლაპარაკების არ სჯერა.
“ბოლო ორი თვე ჩემთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის რთული იყო და შევძელი გადამეტანა სირთულეები. ჰოლანდიაში იციან თუ როგორი ქედმაღალი და ეჭვიანი ვარ. ჩემს შესახებ ბევრ ჭორს ავრცელებენ. თუმცა ეჭვი მეპარება “მანჩესტერსა” და ჟოზეს შორის რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობდეს.” – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Guardian-ი.
მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” დეკემბერში გაუშვეს და მას შემდეგ უმუშევარია. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ უეხლოეს მომავალში საფეხბურთო სამყაროს დაუბრუნდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია სად და რომელ პოზიციაზე.