გიორგი ცინცაძის “რუენმა”, რომელიც საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. რუენელები აუტსაიდერ “ლე ავრს” ესტუმრნენ და 79:75 მოიგეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ჟან-მიშელ მიპოკამ, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
“რუენმა” 14 მარცხის წილ მე-5 მოგება იზეიმა და მართალია, ბოლოსწინა მე-17 ადგილზე რჩება, უშუალო კონკურენტ “პარი ლევალუას” ისევ 1 გამარჯვებით ჩამორჩება.
ცინცაძის კლუბი მომდევნო მატჩს 13 თებერვალს, ისევ შინ, სწორედ პარიზელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.