ბანკი რესპუბლიკა - ლიდერბეთი 78:90 (13:16, 24:25, 20:27, 21:22)
ბანკი რესპუბლიკა: მაისურაძე (22+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ერიკაშვილი (14+8 მოხსნა), მეფარიშვილი (11), გავაშელიშვილი (11).
ლიდერბეთი: ირაკლი გაბისონია (20+19 მოხსნა+3 პასი), ახალაია (19), პატარაია (15), ირაკლი დოლიძე (14+5 მოხსნა), წერეთელი (10).
ზურა მაისურაძე (22/8 სროლა გამოიყენა) შევა ფორმაში და „რესპუბლიკა“ მოუმატებს. მანამდე, გუნდი აგებს ფავორიტებთან. “ლიდერბეთი“ იგებს სიღრმით და გიორგი ჩავლეიშვილი (ლიმიტირებულ დროში უქულოდ და 5 ფოლი) ფლეი ოფში სოლიდური უნდა იყოს. კარგი გუნდია. რომელმაც საშუალო სროლების 52 პროცენტი ზუსტად შეასრულა.
ავერსი - აფხაზეთი 61:79 (12:21, 11:18, 24:14, 14:26)
ავერსი: გაბისიანი (20+19 მოხსნა), სუხაშვილი (13), იოსებაშვილი (12).
აფხაზეთი: კოპალიანი (23+7 მოხსნა), მუშკუდიანი (15+26 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), ქარუმიძე (15), თევზაძე (15).
„აფხაზეთი“ სრული შემადგენლობით ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. დავით მუშკუდიანი რეგულარულის ყველაზე შეუჩერებელ მაღალ მოთამაშედ რჩება. და გუნდმა უნდა შეინარჩუნოს მოტივაცია, რომ ყველა თამაშზე მაქსიმალურად მობილიზებული და ლიდერებით გამოცხადდეს. დაგეგმილი მოგება.
ჰიუნდაი - სპორტმედია 95:93 (24:26, 20:21, 35:19, 16:27)
ჰიუნდაი: ღონღაძე (26), ბერუაშვილი (20+14 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ბაბუნაშვილი (19+6 მოხსნა+4 პასი), ბეშქენაძე (19+10 მოხსნა).
სპორტმედია: თვაური (26+11მოხსნა), კახა გიორგაძე (18+7 მოხსნა+3 პასი), ტუხაშვილი (12+12 მოხსნა), ირაკლი მაისურაძე (12), ახალკაცი (7+11 მოხსნა).
„სპორტმედიამ“ლიდერის, ვაკო ბეჟანიშვილის გარეშე ითამაშა და ბოლო წამებზე წააგო. „ჰიუნდაიმ“ ცუდი პროცენტით შეასრულა სამიანები (20/4), მაგრამ საშუალო სროლები ოპონენტზე ნორმალურად გამოიყენა და რთული თამაში წამოიღო. ვეტერანები უმატებენ და ფლეი ოფში სახიფათო გუნდს შექმნიან. ნუ, ამ გუნდში არა მხოლოდ ვეტერანები არიან.
მარნეული - მგზავრები 72:80 (17:27, 17:16, 17:17, 21:20)
მარნეული: ბექა ჯანხოთელი (21+11 მოხსნა), ჯაჯანიძე (20), ირაკლი ჯანხოთელი (17+8 მოხსნა+5 ჩაჭრა+3 პასი).
მგზავრები: ტუღუში (21+7 მოხსნა+3 პასი), ხეცურიანი (20+5 მოხსნა), ღლონტი (14+18 მოხსნა), შანიძე (13+6 მოხსნა).
ძირითადის დასრულებამდე 20 წამით ადრე კოტე ტუღუშმა (4/4 სამიანი) შორიდან ჩააგდო და სხვაობა 5 ქულამდე (77:72) გაზარდა. დარჩენილ დროში ბუბა ბერიშვილმა კიდევ ერთი სამიანით საბოლოო ანგარიში დასვა. „მარნეულს“ შეეძლო მოგება. ოდნავ ყურადღებით რომ ეთამაშა. „მგზავრებს“ რამდენიმე ლიდერი (კეიდია, ბაბიაშვილი) აკლია.
თელიანი ველი - Eagles 20:0 (ტექნიკური წაგება)
Eagles თამაშზე არ გამოცხადდა
MVP (საუკეთესო მოთამაშე)
დავით ღლონტი (მგზავრები)
სტატისტიკა: 14 ქულა, 18 მოხსნა (5 - შეტევაში).
ღლონტის გარეშე “მგზავრები“ ვერ მოიგებდა ფარს და ღლონტმა თამაში ზუსტი სამიანის გარეშე დაამთავრა, რაც დავითისთვის იშვიათია. აკურატული, ზუსტი და მოწინააღმდეგისგან ბევრი უხეში ფოლის მიუხედავად, თავშეკავებული - „მგზავრების“ გამოცდილი ცენტრი საუკეთესო იყო. ღლონტი სამოყვარულო ლიგაზე, სტატისტიკით თავის საუკეთესო სეზონს ატარებს.
კანდიდატები: ზაზა ღონღაძე,დავით მუშკუდიანი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩახ ძმაო
Torpedo-shi ra xdeba,daweret romelime saitma mainc, Wit-Georgia-stan 0:3 wamgebi da sulit dacemul gunds evropaze uwevs male tamashi
im chineli investorebis wvriltvala deda fxodi,shemodgomamde mainc gdebuliynvnen
სუპერგოლების კოლექციონერია ეს ჩემის შვედი ესა

Angelozebis forvardi
Ibrahimas shvili
Sul ofsaidshi xvdeba
Sheni grdzeli cxviri