ფეხბურთი

21:23 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეხუთედ გახდა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეხუთედ გახდა. აღნიშნული აღიარება მოთამაშეს ცნობილი პოლონური საფეხბურთო ჟურნალის Pilka Nozna-ს ვერსიით ერგო. ლევანდოვსკამდე რეკორდი ეკუთვნოდა ები სმოლიარეკს, რომელიც საუკეთესო ზედიზედ სამჯერ (2005, 2006, 2007) გახდა.

ლევანდოვსკი პოლონეთში 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელეს. გასულ წელიწადში რობერტი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირი 13 გოლით გახდა. ამავდროულად “ბაიერნთან” ერთად თავდამსხმელმა ბუნდესლიგის ჩემპიონობაც იზეიმა.

0.116522