საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკთან” ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება და ამხანაგურ მატჩებს ვერ ჩაატარებს. “სახალხო გუნდი” მარბელაში იმყოფება და პირველი საკონტროლო მატჩი ანანიძის გარეშე “სუვონ სამსუნგისთან” (2:0) გამართა.
როგორც Championat-ს რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი ალინიჩევმა განუცხადა, ფეხბურთელისთვის საკონტროლო მატჩების ჩატარება ჯერჯერობით ნაადრევია.
“ჯანო გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მისთვის მატჩის ჩატარება ჯერჯერობით ნაადრევია. ამ შეკრებაზე ანანიძე ვერ ითამაშებს, ხოლო კვიპროსზე – შეიძლება.” – განაცხადა ალინიჩევმა.
ესპანეთამდე მოსკოვის “სპარტაკი” აბუ დაბიში იმყოფებოდა და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, ჯანო მაშინაც გუნდთან ერთად იყო და სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.