კალათბურთი

11:13 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა და გამარჯვება მემფისში

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” გასვლაზე “მემფისი” ოვერტაიმით 114:110 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი შესძინა. ზაზამ 5-დან ერთი ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

“დათვების” გამთამაშებელის მაიკ კონლის სამქულიანით შეხვედრის ძირითადი დრო 102:102 დასრულდა. დამატებითში ჩენდლერ პარსონსის აქტიურობით “დალასმა” მიმდინარე სეზონში 29-ე გამარჯვეპა მოიპოვა. “დალასი” დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159356