ინგლისის პრემიერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა და სეზონის აღმოჩენა “ლესტერ სიტიმ” ჯეიმი ვარდის კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ “მელიების” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 29 წლის ფორვარდის ახალი გასამრჯელო კი სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება.
ვარდი წლეულს კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და 25 პრემიერლიგურ მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, რითაც ბომბარდირთა დავას ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ შარშან ჯეიმიმ 34 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გატანა შეძლო.