მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “გრანადასთან” გასამართი პრიმერადივიზიონის 23-ე ტურის მატჩისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
“სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ნავასი, კასილია, იანესი
მცველები: ვარანი, რამოსი, ნაჩო, მარსელო, კარვახალი, არბელოა
ნახევარმცველები: კროოსი, ხამესი, კასემირო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო
თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, ვასკესი, ხესე
“გრანადას” და “რეალის” დაპირისპირება “ნუევო ლოს კარმენესზე” 7 თებერვალს 23:30 საათზე დაიწყება.