როგორც “სევილიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გაელ კაკუტა კარიერას ჩინურ “ჰებეიში” გააგრძელებს. აზიელებმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო შემტევს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ანდალუსიელებმა ფრანგი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ლონდონის “ჩელსისგან” 6 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. კაკუტამ მხოლოდ 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.