დავით ხოჭოლავა ოდესის “ჩერნომორეცს” თურქეთის შეკრებაზე ვერ გაჰყვა. მიზეზი ტრავმაა და ქართველი მცველი კვლავაც მკურნალობს. ხოჭოლავამ უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრე თითქმის შეუცვლელად ჩაატარა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. როგორც იცით, ის ქობულეთის “შუქურადან” გადავიდა “ჩერნომორეცში”.
ოდესელებს შეკრებაზე გაჰყვა მეორე ქართველი მცველი: საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი გადრანი.