იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე დიდებულ სეზონს ატარებს. ნეაპოლიტანური გუნდის 24 წლის შემტევი ერთადერთი ფეხბურთელია ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან (ლა ლიგა, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, სერია A, ლიგა 1), რომელმაც როგორც გატანილი გოლების, ისე საგოლე გადაცემების მიხედვით ორნიშნა რიცხვს უწია.
ლორენცის ანგარიშზე დღეისთვის იტალიის ჩემპიონატში 10 გოლი+10 პასია. თუ ამას ევროპა ლიგაზე გატანილ გოლსა და საგოლე გადაცემას დავუმატებთ, მაჩვენებელი უფრო გაიზრდება.
ინსინიე სამშობლოში საუკეთესო მეპასეა და ორი შედეგიანი გადაცემით უსწრებს ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ პაულო დიბალას. ხოლო, ევროპაში მეორე-მესამე ადგილებს არგენტინელ ანხელ დი მარიასთან ერთად ინაწილებს. ლიდერი კი, ლონდონის “არსენალის” გამთამაშებელი მესუტ იოზილია – 16 პასი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გოლი+პასის მიხედვით ლორენცოს ვერავინ ჯობნის, რადგან იოზილს 16 საგოლე პასთან მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი (ჯამში 19), ხოლო დი მარიამ 10 საგოლე გადაცემას აქამდე 8 გოლი შემატა (18). ინინიეს მაჩვენებელი კი 10 გოლი და 10 საგოლე პასია (20).