მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” შემტევი სამეულები BBC (ბენზემა, ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ) და MSN (მესი, სუარესი, ნეიმარი), გატანილი გოლების მხრივ, ევროპის ტოპ ხუთი საფეხბურთო ლიგის 98 წარმომადგენელი გუნდიდან 92-ს სჯაბნიან.
BBC-ის მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 50 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ “პარი სენ ჟერმენს” (61 გოლი), “დორტმუნდსა” (52) და “ნაპოლის” (50) მიერ გატანილ გოლებს ჩამორჩება, ხოლო “ბაიერნთან” თანაბარი მაჩვენებლი გააჩნია. რაც შეეხება, MSN-ს, მათ ანგარიშზე 47 გოლია, თუმცა “ბარსას” სხვებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ცნობისთვის, პსჟ-ს შემტევ სამეულს (კავანი-იბრაჰიმოვიჩი-დი მარია) ყველა ტურნირის ჩათვლით 39 გოლი აქვს მითვლილი, ხოლო “დორტმუნდისა” (ობამეიანგი-როისი-მხითარიანი) და “ბაიერნის” (ლევანდოვსკი-მიულერი-რობენი) სამეულებს 36-36.
მთლიანობაში “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში 105 გოლი გაუტანია და აქედან 80 MSN-ის ანგარიშზეა (76.2%). “რეალს” კი, 86-ჯერ დაულაშქრავს მეტოქეთა კარი და BBC-მ 65 გოლის გატანა შეძლო (75.6%).