დონეცკის “შახტარმა” ბოლო 4 წელიწადში ტრანსფერებიდან არცმეტი, არცნაკლები 200 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მოგეხსენებათ, დონბასელებმა ორიოდ დღის წინ ჩინურ “ცზიანსუში” ალექს ტეიშეირა 50 მილიონ ევროდ გაასხვისეს. გარდა ამისა, ზაფხულში დუგლას კოშტა მიუნხენის “ბაიერნში” 30 მილიონად იქნა გაყიდული, ხოლო ლუის ადრიანოსა და ფერნანდოს ტრანსფერებიდან “მეშახტეებმა” 8-8 მილიონი იშოვეს.
მანამდე, 2013 წელს, “მანჩესტერ სიტიმ” ფერნანდინიოს სანაცვლოდ 40 მილიონი, “ანჟიმ” ვილიანში 35, ხოლო “დორტმუნდმა” გენრიხ მხითარიანში 27.5 მილიონი გადაიხადა.
2012 წელს, ბრაზილიურმა “სან პაულუმ” ჟადსონის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გაიღო, ხოლო “გრემიომ” მარსელო მორენოში 6 მილიონი.
აღნიშნული მოგების 1%-ზე ცოტა ნაკლები კი, “შახტარმა” ქართველი თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერით მიიღო, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ბელგიურ “გენკში” 1.8 მილიონ ევროდ გაასხვისა.