ფეხბურთი

12:27 | 6.02.2016 | ნანახია NaN - ჯერ

პიზაროს 400 ბუნდესლიგური და “კობი”

ბრემენის “ვერდერის” პერუელმა თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ გუშინ, მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” შეხვედრაში გერმანიის ბუნდესლიგაში საიუბილეო, მე-400 თამაში ჩაატარა. აღნიშნული მაჩვენებლი კი გერმანიის მთავარ ლიგაში ლეგიონერებს შორის სარეკორდოა. თავად მატჩი პიზაროს “ვერდერისთვის” ცუდად დასრულდა, რადგან 1:5 განადგურდა, მაგრამ სტუმართაგან ერთადერთი გოლი სწორედ 37 წლის ფორვარდმა გაიტანა.

პიზარო ბუნდესლიგაში პირველად 1999 წელს გამოჩნდა, როცა “ვერდერში” ჩაირიცხა, ხოლო ორი წლის მერე მიუნხენის “ბაიერნს” მიაშურა, სადაც 2007 წლის ჩათვლით ირჯებოდა. შემდეგ მის კარიერაში ლონდონის “ჩელსიში” გატარებული წარუმატებელი სეზონი გახლდათ. 2008 წელს კი, “ვეზერშტადიონზე” დაბრუნდა. პიზარომ “ვერდერი” “ბაიერნზე” 2012 წელს კიდევ ერთხელ გადაცვალა, ხოლო მიმდინარე სეზონის წინ ისევ უკან დაბრუნდა. წლეულს ბუნდესლიგაში კლაუდიოს ანგარიშზე 17 მატჩში გატანილი 6 გოლია.

აღსანიშნავია, რომ პიზაროს შემდეგ მეორე პოზიციას ბუნდესლიგაში ლეგიონერებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იკავებს. “კობიმ” 1998-2014 წლებში “ფრაიბურგის”, “შალკესა” და “ჰერტას” რიგებში 351-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგის ეგიდით, 32 გოლიც მიითვალა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:28 | 13.02.2015
che1905 (85)

200 კი არა თუ გინდა 500 იყოს 600 იყოს მე რა მენაღვლება ამ ჩემს აბრამოვიჩის ჯიბეს

15:10 | 09.07.2016
NGoLo KaNte (36472)

+

14:31 | 13.02.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

მეც მაგრად მკიდია რამდენი ექნება ხელფასი მთავარია გუნდისთვის ყველაფერი გაიღოს.

14:26 | 13.02.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

მიდი ედენ ლიგაზე პარიზელები უნდა წამოიხიო შენებურად, ლუიზი და სილვა უნდა შემოსტყორცნო ერთმანეთს.

15:11 | 09.07.2016
NGoLo KaNte (36472)

+

14:09 | 13.02.2015
xavi1987 (4225)

საშვალო მაჩვენებელი გამოდის 3 თამაშში 1 გოლი. ძაან დაბალი შედეგიანობაა. მაგრამ მისი პოზიციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ არ უნდა იყოს ურიგო შედეგი

14:25 | 13.02.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

რომელ ჩემპიონატში თამაშობს ხომარგავიწყდება,ფეხბურთელის კლასი მარტო გოლებით არიზომება,ეს რომ ჩელსის არყავდეს არვიცი რაიქნებოდა.

0.06141