კალათბურთი

2:26 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაბორალ კუჩამ” შენგელიას გარეშე იმარჯვა

ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ში მორიგი სენსაცია მოახდინა და “ბარსელონას” კვალად, სტუმრად მადრიდის “რეალიც” დაამარცხა – 68:77.

ველიმირ პერასოვიჩის გუნდმა საოცარი გუნდური თამაში აჩვენა, რისი გამოძახილიც ის იყო, რომ “ლაბორალ კუჩას” მოთამაშეთაგან 7 და მეტი ქულა ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა ჩააგდო.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი ფრანგი ფაბიენ კოსიე იყო 15 ქულით, სლოვენიელმა იაკა ბლაჟიჩმა 13 ქულა ჩააგდო, ტრავმამოშუშებულმა ლატვიელმა დევის ბერტანსმა 11 ქულა მიითვალა, ბერძენი ცენტრის იოანის ბურუსისის მონაგარი კი 7 ქულა და 14 მოხსნა იყო.

შენგელიას კლუბმა 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და F ჯგუფში მოსკოვის ცსკა-სთან და “ხიმკისთან” ერთად, პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს. “ლაბორალ კუჩა” მომდევნო მატჩს 11 თებერვალს, შინ, გერმანული “ბროზე ბასკეტსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.12641