5 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან და სამმართველოს უფროს ზურაბ ბაქრაძესთან ერთად სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომლიც რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდა, მკლავჭიდის ნაკრების წევრები სამინისტროს წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და შექმნილ პრობლემატურ საკითხებზე ესაუბრნენ. სპორტსმენთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მხრიდან მკლავჭიდს სრული მხარდაჭერა აქვს, სპორტის ამ სახეობაში არაერთი პრობლემატური საკითხი და შენიშვნა დაგროვდა ფედერაციის მიმართ, რაც დროულ მოგვარებას საჭიროებს.
სამინისტროს ხელმძღვანელებმა სპორტსმენებს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს სახელმწიფოს მხარდაჭერა მკლავჭიდის მიმართ. დაფიქსირდა, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატების მიხედვით ყველა სპორტსმენს დროულად აქვს მიღებული პრემიალური თანხა და ასევე გაზრდილია დაფინანსება.
შეხვედრაზე სპორტსმენებს პრობლემატური საკითხების გარკვევას დაპირდნენ. გადაწყდა, რომ მომავალი კვირის დასწყისში გაიმართება შეხვედრა საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან.
www.msy.gov.ge