ერთპიროვნულ ლიდერ “ბათუმის“ დამარცხების შემდეგ, დღეს არც მეორე ადგილზე მყოფ ,,ქუთაისი 2010“-ს გაუმართლა და საკუთარ მოედანზე გამოკვეთილ აუტსაიდერ ,,აკადემიასთან“ 83:85 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, ,,ბათუმმა“ და ,,ქუთაისი 2010“-მა შესაბამისად I-IIადგილები მაინც შეინარჩუნეს.
,,ქუთაისი 2010“ - ,,აკადემიას“ შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 4 ქულის სხვაობით 32:28 მოიგეს. ბოლო მეოთხედში ფორტუნამ გაუღიმა ,,აკადემიას“, რომელმაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2 ქულის სხვაობით შეძლო მეტოქის დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი მერაბ ბოქოლიშვილმა (19 ქულა) და გუნდის ახალწვეულებმა ამერიკელმა ლეგიონერებმა უკანახაზელმა ჩარლზ ედუარდ სთროუბრიჯმა (20 ქულა) და ცენტრალურმა თავდამსხმელმა კრისტოფერ ფელჩერმა (15 ქულა) შეიტანეს. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი მძიმე ფორვარდის ბექა ბექაურის ანგარიშზე 20 ქულა და 8 მოხსნაა.
,,ქუთაისი 2010“ -,,აკადემია“ 83:85 (28:32, 22:22, 22:18, 11:13)







