ფეხბურთი

23:22 | 5.02.2016 | ნანახია 1082 - ჯერ

ბენიტესმა შესაძლოა სეზონის ბოლოს “ვალენსია” ჩაიბაროს

“ვალენსიას” ხელმძღვანელობამ შესაძლოა კლუბში მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დანიშნოს. როგორც ესპანური AS-ი იუწყება, გარი ნევილი “ღამურებს” სეზონის ბოლომდე წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, მაინც უთავკაცებს, შემდეგ კი გუნდს ბენიტესი ჩაიბარებს.

ინგლისელს ვალენსიელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ესპანელი სპეციალისტი კი მადრიდის “რეალმა” დაითხოვა და სამსახურის ძიებაშია. ესპანური გამოცემის ცნობით, “ვალენსია” რაფაელის გარდა სხვა კანდიდატურას არც განიხილავს და ბენიტესი დადებითი პასუხის მოლოდინშია.

ბენიტესის მწვრთნელობის პერიოდში “ღამურებმა” 2004 წელს უეფას თასი მოიგეს და ამავდროულად ესპანეთის ჩემპიონები ორჯერ გახდნენ.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:41 | 06.02.2016
PAULINO (2762)

,თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ,,რეალი" თასზე უკვე აღარ მონაწილეობს და ,,სამეფო კლუბის" სატურნირო ცხრილში პოზიციასაც არ შევხედავთ – მეორეც კი არაა, –დროის იმ მონაკვეთში ვართ, მინდორზე ყოველი გამოსვლისას ამ ორი გუნდის მხრიდან სპექტაკლს რომ ველით. ამაში დიდი დამსახურება მწვრთნელებს მიუძღვით, მაგრამ მათზე მეტად მოთამაშეებს, ვინც გუნდის ძირითად ძალას წარმოდგენენ და განსაკუთრებულ ფარს ქმნიან. ეს გუნდები მსოფლიოს ნამდვილი ნაკრებები არიან და ყველა თეორიას ანგრევენ, პირველ რიგში კი მამლების ცხოვრებაზე ერთ საქათმეში. მათი დახმარებით ლუის ენრიკე დღეს და ზიდანი ასევე დღეს აღწევენ ისეთი დონის თამაშის ჩვენებას, ,,ბარსამ" ,,ვალენსიასთან" რომ შემოგვთავაზა და ისტორიის საკუთრებად დარჩება.

გ. ნევილის ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე არ იყვნენ – რათქმაუნდა, მაგრამ ნიჭის ამ მორევთან, ინტენსივობასთან, მოძრაობებთან და მონდომებასთან – დუელის ბედი პირველივე შეხვედრაში გადაეწყვიტათ – გამკლავებას ვერავინ შეძლებდა. ეს იყო შეუჩერებელი ფეხბურთის ჩანაფიქრი და ასახვა პრაქტიკაში. აი ეს არის ,,მსნ" და ყველაფერი, რაც ამ ხალას ნიჭს აკრავს გარს. სასიხარულოა, გქონდეს საშუალება თამაშის საოცარი მანერით დატკბე. სუფთა ჯადოქრობაა.

ჩემპიონთა ლიგა მალე მინდა განახლდეს და უმძლავრეს საკლუბო ტურნირზე როგორც ,,ბარსას", ისე ,,რეალის" შეტაკებები ვიხილოთ. სუნთქვისსშემკვრელი სანახაობა გველის და მითუმეტეს ,,თეთრებისთვის", რომელთა დიდი იმედი და ერთადერთი მოლოდინიც ეს თასია. მიუხედავად იმისა, რომ ზიდანის მოსვლით გუნდი შეიცვალა, ტიტულების გარეშე ზეობა არ არსებობს. დღევანდელი ,,ბარსელონა" გვარდიოლასას შენობით მიმართვაში ესაუბრება და ამას აკეთებს როგორც ტიტულებით, ისე თამაშითაც. ზიდანი? – ,,რეალი" მისით მხოლოდ საგრძნობ გაუმჯობესებას უმიზნებს. ჯერაც დაგვრჩა დიდი მატჩი ჩემპიონატში და ვინ იცის, იქნებ კიდევ შეხვდნენ ევროპაშიც. დავტკბეთ ამ საოცარი ფეხბურთელებით, რომელთა მსგავსნიც დიდი ხანი არ გამოჩნდებიან. განუმეორებელნი არიან და დაე უკეთესმა გაიმარჯვოს, ახლა კი ასეთი ,,ბარსაა". ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

ამალიო მორატალია (,,მარკას" მესვეტე, ,,რეალის" გულშემატკივარი)

13:36 | 06.02.2016
RMA FANS (3925)

გადავა ვალენსიაში და მოუგებს რეალს ჰო ვიცი

11:14 | 06.02.2016
alejandro (44439)

ის რომ რაფა იდეალური იქნება ვალენსიასთვის ეს არაერთხელ დამეწერია...
ეს რეალისთვისაც კარგია,რადგან რაფასთან სამწლიანი კონტრაქტი გვაქვს და მიუხედავად მისი გათავისუფლებისა,რეალი აგრძელებს ყოველკვირეულად ხელფასის გადახდას.
ზაფხულიდან თუ რაფა ვალენსიასთან კონტრაქტს გააფორმებს,მასინ ის რეალიდან ხელფასს ვეღარ მიიღებს,რადგან დაუშვებელია მწვრტნელი ან ფეხბურთელი ერთდროულად ორი გუნდიდან იღებდეს ხელფასს,ანუ ერთდროულად ორ გუნდთან ქონდეს კონტრაქტი გამორმებული.

10:44 | 06.02.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

თავის დროზე, ბენომ ვალენსიას 2-ჯერ მოაგებინა პრიმერა.

11:10 | 06.02.2016
alejandro (44439)

+ უეფას თასი მეორედ გაჩემპიონების დროს.

02:08 | 06.02.2016
kelbo (7279)

ოოო აი ეს უკვე სხვა საქმეა
ბენო სახლში ბრუნდება
იმედია რაფა დააბრუნებს ძველ ვალენსიას, მისი წასვლის მერე რო აღარც გვღირსებია
მაინცდამაინც რეალით ნუ იმსჯელებთ ამ კაცზე
რაფამ დიდ გრანდებში ვერ გაამართლა იმიტომ რომ ვარსკვლავებთან მუშაობა უჭირს სამაგიეროდ თავისი ყველაზე დიდი წარმტებები სწორედ ასეთი გუნდებით აქვს მიღწეული - ვალენსიათი და ლივერპულით
იმედია სიმეონესაც შეინარჩუნებს ატლეტიკო და ეგ და ვალენსია ერთად გაამწარებენ რეალს და ბარსას

01:22 | 06.02.2016
GOMAKO-AC MILAN (1064)

ეს დებილი ინგლისელი თავის დროზე თუ არ გააგდეს, გავარდება ვალენსია

00:46 | 06.02.2016
BEERTRANCE (97819)

ვაის გაყრა უის შეყრა გამოვა

00:36 | 06.02.2016
stoikovich (5984)

ნევილს კი აჯობებს ყველა ვარიანტში

00:45 | 06.02.2016
პინტურიჩიო10 (12662)

ნევილს ძმა კლასში ჩარჩენილი,ოროსანი, ტუპოი კვადრო ასამოა აჯობებს

01:20 | 06.02.2016
GOMAKO-AC MILAN (1064)

ნევილს და ნებისმიერ ინგლისელს ჩემი აბრიქინებულიც აჯობებს ტრენერობაში

00:58 | 06.02.2016
stoikovich (5984)

00:27 | 06.02.2016
პინტურიჩიო10 (12662)

გაჭირვებულს რაო?? რა წამოეწევაო??? დიადი პონჩიკა ბრუნდება

00:36 | 06.02.2016
BATIGOLI 9. (4375)

რეალს რომ ჩაახტეს რა მაგარი ღადაობა იქნება

00:44 | 06.02.2016
პინტურიჩიო10 (12662)

იძიებს შურს პონჩიკა,და ეს შურისძიება სასტიკი და დაუნდობელი იქნება

00:38 | 06.02.2016
GOMAKO-AC MILAN (1064)

დარწმუნებული ვარ სეზონში ერთხელ მაინც ჩაახტება

00:20 | 06.02.2016
GOMAKO-AC MILAN (1064)

ვა ბენო ვენდეტა უნდა გაუკეთე ზიზუს

00:19 | 06.02.2016
anna RAFA (3533)

რეალი ხო ააყვავა ახლა ვალენსიას ააყვავებს

ისე ვალენსიას მეტს ვერაფერს დაუშავებს,ღამურებს დაავოწყდათ,მოგება რა ხილია.

00:31 | 06.02.2016
GOMAKO-AC MILAN (1064)

რეალის პრობლემა ბენო არ ყოფილა....ეს მალე გამოჩნდება.....პრობლემა შამპუნას სასტავია რეალში....და პერესი

23:29 | 05.02.2016
berodaviti (4285)

რეალის გავლით უნდა დაებრუნებინათ?!

0.114704