“სევილია” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ესპანეთის თასზე ზედიზედ 8 მატჩი მოიგო და გოლი არცერთ შეხვედრაში გაუშვა. მერვე მატჩი ანდალუსიელებმა 4 თებერვალს “სელტას” ანგარიშით 4:0 მოუგეს და ფინალის საგზური თითქმის გაინაღდეს.
რვა მატჩში უნაი ემერის გუნდმა გაიტანა 21 გოლი. ბოლო შეხვედრა “დალაქებმა” 2015 წლის 23 იანვარს “ესპანიოლთან” სტუმრად წააგეს (1:3). ანდალუსიელებსა და ვიგოელებს შორის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი 11 თებერვალს გაიმართება.