კალათბურთი

1:14 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილს ხუთი წუთი დაუთმეს

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” ევროლიგის ტოპ-16-ში პირველი გამარჯვება იზეიმა. სტამბოლელებმა ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლეს და დრამატულ შეხვედრაში 69:66 სძლიეს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 5:00 წუთი გაატარა, რა დროშიც ერთადერთი ჩაჭრის განხორციელება მოასწრო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთაგან გამორჩეულები სემიჰ ერდენი (14), ენდერ არსლანი (10) და მეჰმეტ იაგმური (10) იყვნენ, სერბულ კლუბში კი 16 ქულით ამერიკელი ტერენს კინსი გამოირჩა.

“დარუშაფაკა” ექვს ტურში ერთადერთი მოგებით E ჯგუფში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს კრასნოდარში “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.118924