ფეხბურთი

23:53 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” ჩერნოგორიის ჩემპიონატის ლიდერი გაანადგურა

თურქული შეკრების მესამე საკონტროლო მატჩში “ტორპედოს” მეტოქე ჩერნოგორიის უმაღლესი ლიგის ერთპიროვნული ლიდერი, ქვეყნის დედაქალაქ პოდგორიცას (ყოფილი ტიტოგრადი) “მლადოსტი” იყო, რომელიც ახლა 9 ქულით უსწრებს უახლოს მდევარ “რუდარს”.

“მლადოსტის” რიგებში ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების ორი და ამდენივე ახალგაზრდული ნაკრების წევრია. პოდგორიცელი მარკო სტეპანოვიჩი შარშან ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

აი, ასეთ საკმაოდ ავტორიტეტულ გუნდთან მოუხდათ დღეს თამაში ტორპედოელებს და მეტოქე 5:1 გაანადგურეს.

მატჩის შემდეგ “მლადოსტის” დამრიგებელი ნიკოლა რაკოევიჩი გაკვირვებული იყო: თამაშამდე მეტოქეზე წარმოდგენა არ გვქონდა, თუმცა ასეთ მძიმე დღეში თუ აღმოვჩნდებოდით, ვერ ვიფიქრებდი. “ტორპედო” კარგი გუნდი ყოფილა და დამსახურებულად გაიმარჯვაო.

ცხადია, თავისი გუნდი ლექსანდრ შტელინმაც შეაქო: “მეტოქეს სწრაფი, კომპაქტური, ორგანიზებული კოლექტიური თამაში დავუპირისპირეთ. ბიჭები ბრძოლის წყურვილით გავიდნენ მოედანზე. სასიხარულია, რომ ჩვენი შრომა თანდათან იღებს ნაყოფს. ყველამ ბოლომდე დადო თავი. სწორად ვუტევდით და ასევე კარგად ვიცავდით თავს”.

4 თებერვალი. ქუნდუ (ბელეკი). "ქუნდუ არენა". საკონტროლო მატჩი

“ტორპედო”'(ქუთაისი) – “მლადოსტი” (პოდგორიცა, ჩერნოგორია) 5:1 (3:0)

“ტორპედო”: ქვილითაია, ქიმაძე (ნაცვლიშვილი, 64), ნერგაძე (ჭიჭინაძე, 60), მირცხულავა (ნიკონოვი, 60), ტაბატაძე (ფანცხავა, 60), კლიმიაშვილი (ტუღუში, 60), ბაბუნაშვილი (კ, ფურცხვანიძე, 60), კუხიანიძე (კვერნაძე, 60), წილოსანი (საღრიშვილი, 60), ბრეგვაძე (კაპანაძე, 22), შინდაგორიძე (კვარაცხელია, 60).

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი.

“მლადოსტი”: რადულოვიჩი (კ, რადოვიჩი, 46), ჯურიშიჩი (მალიჩი, 70), ლაკიჩი, გლოვანი (ჩელებიჩი, 75), ლ.პეიოვიჩი (მ.პეიოვიჩი, 69), ტამანოვიჩი (ვუისიჩი, 75), პეტროვიჩი, სტეპანოვიჩი (კუჩი, 55), ვუკოვიჩი (ბარიჩიჩი, 64), ნოვიჩიჩი, კოვიტი.

მწვრთნელი: ნიკოლა რაკოევიჩი.

გოლები: 1:0 წილოსანი (10), 2:0 ქიმაძე (25), 3:0 კუხიანიძე (41), 4:0 კაპანაძე (55), 5:0 ფურცხვანიძე (88), 5:1 მალიჩი (89).

0.116047