ფეხბურთი

23:30 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაპელომ კასანოს ხელი დავარტყიო...

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო წარსულს იხსენებს. იტალიურ მედიასთან გულახდილი საუბრისას დონ ფაბიომ თქვა, რომ თავის ყოფილ შეგირდ ანტონიო კასანოსთან ერთხელ ხელჩართული ჩხუბი მოუვიდა.

“ანტონიო ახლა მიხვდა როგორ უნდა ადამიანებთან ურთიერთობა და ხალხის პატივისცემა. თუმცა მე მასთან ადვილი ურთიერთობა არ მქონია. როდესაც “რომას” ვწრთნიდი, ერთხელ ერთმანეთს ხელითაც შევეხეთ”, - ბრძანა კაპელომ.

ფაბიო კაპელო კასანოს 2002-2004 წლებში იტალიურ “რომაში” ავარჯიშებდა, ხოლო შემდეგ ამ ორი ადამიანის გზები 2006-2007 წლების სეზონის მეორე ნახევარში მადრიდის “რეალშიც” გადაიკვეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115965