ცნობილი იტალიური ბოლიდის “ფერარის” ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემელომ თქვა, რომ ლეგენდარული გერმანელი მბროლელის, მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება.
“ის იყო დიდებული პილოტი. ჩვენთან მან ყველაფერი მოიგო, გაიარა პროფესიონალური გზა, მაგრამ ცხოვრება მართლაც უცნაურია – “ფერარიში” ყველაზე ტიტულოვან პილოტს პრობლემები ერთდერთხელ, 1999 წელს ჰქონდა, თუმცა ეს ჩვენი ბრალი იყო და არა მისი. სამწუხაროდ, თხილამურებით სრიალისას მომხდარი შემთხვევითობის გამო “შუმის” ცხოვრება დაენგრა. მისი ჯანმრთელობის შესახებ ახალი ამბები არის, მაგრამ საუბედუროდ კარგი არაფერი”, - განაცხადა დი მონტეძემელომ.
შეგახსენებთ, ფორმულა 1-ში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი თხილამურებით სრიალისას სერიოზულად დაშავდა და წელიწადია ჩვეულებრივ ცხოვრებას ვერ უბრუნდება.