ფეხბურთი

23:08 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” მენეზი დაუბრუნდა

იტალიური “მილანის” ბანაკში კარგი ამბებია. გარდა იმისა, რომ “როსონერიმ” ბოლო დროს თამაშის ხარისხი მკვეთრად გამოაკეთა და უკანასკნელ 5 მატჩში 11 ქულა დააგროვა, გუნდს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ჟერემი მენეზი დაუბრუნდა. გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, 28 წლის თავდამსხმელმა დღეს, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ფრანგი ფეხბურთელი დამდეგ უიქ-ენდზე “უდინეზესთან” შეხვედრაში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, მენეზს მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო შარშან ლომბარდიელების ნათელი წერტილი გახლდათ და 31 თამაშში მეტოქეებს 16 გოლიც გაუტანა.

0.145049