ფეხბურთი

15:54 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაამტკიცეს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ფეხბურთის განვითარების გეგმა ხუთ წელიწადზეა გათვლილი და მისი განხორციელებისთვის სახელმწიფო ამ დროის განმავლობაში 265 მილიონ ლარს გამოყოფს. როგორც ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არამარტო უმაღლესი, არამეტ ყველა ლიგის გუნდებისთვის განვითარების პირობების შექმნა.

"ისტორიული დღეა, რადგან ფეხბურთის განვითარების პროგრამას, შეიძლება ითქვას, 25 წელი ველოდით. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროგრამა დამტკიცდა და მის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში მოაწყობს. ეს პროგრამა ყოველმხრივ ხელს შეუწყობს ქართულ ფეხბურთში ინვესტორების მოზიდვას“ - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანებია: ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; კონკურენტიანი, თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა; ქალთა და ჭაბუკთა პირველობები, რეგიონული ტურნირები, ფუტსალი, პლაჟის, ქუჩის და შშმ პირთა ფეხბურთი, სასკოლო შეჯიბრებები; საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო და პრემიალური დაფინანსება.

0.115649