ფეხბურთი

15:00 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 120-ე ადგილზე რჩება - ტაილანდის და ბელიზის მეზობლად

ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გასულ თვესთან შედარებით პოზიცია არ შუცვლია და მსოფლიოს 204 ნაკრებს შორის ისევ 120-ე ადგილზე იმყოფება. “ჯვაროსნები” 286 ქულით ტაილანდისა და ბელიზის ნაკრებებთან ინაწილებენ ამ პოზიციას, ერთი ქულით უსწრებენ სომხეთის ნაკრებს, ხოლო 119-ე ადგილზე მყოფ ბურუნდის 2 ქულით ჩამორჩებიან.

ცვლილებები არ შეხებია რეიტინგის მოწინავე ათეულსაც, რომელსაც სათავეში ისევ ბელგიის ეროვნული გუნდი უდგას.

აქვე ფიფას რეიტინგი 4 თებერვლის მონაცემებით:

1 - ბელგია - 1494 ქულა

2 - არგენტინა - 1455

3 - ესპანეთი - 1370

4 - გერმანია - 1347

5 - ჩილე - 1293

6 - ბრაზილია - 1251

7 - პორტუგალია - 1219

8 - კოლუმბია - 1211

9 - ინგლისი - 1106

10 - ავსტრია - 1091

...

17 - უელსი - 974

30 - ირლანდია - 810

51 - სერბეთი - 590

120 - საქართველო - 286

155 - მოლდოვა - 170

რეიტინგი სრულად

ავსტრიის, უელსის, ირლანდიის, სერბეთისა და მოლდოვის ნაკრებები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული გუნდის მოწინააღმდეგეები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136891