ფეხბურთი

15:15 | 4.02.2016 | ნანახია 1381 - ჯერ

“დინამო” “ბატეს” გაეჯიბრება

თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის “დინამო” დღეს მეორე სპარინგ-მატჩს ჩაატარებს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის მეტოქე კი ბელარუსის საუკეთესო გუნდი “ბატე” იქნება. “დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბორისოვული კლუბი 1973 წელს დაარსდა. გუნდი 1984 წელს დაიშალა და 1996 წელს ხელახლა შეიქმნა. “ბატონები” (“ბატეს” ზედმეტსახელი) საშინაო მატჩებს “ბორისოვ არენაზე” ატარებენ, სტადიონი კი 13 000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ოფიციალური ფერებია- ყვითელი და ლურჯი.

ბორისოვის გუნდი 12-ჯერ გახდა თავისი ქვეყნის ჩემპიონი, აქედან ბოლო 10 წელიწადი – მიჯრით. “ბატემ” სამჯერ მოიგო ბელორუსის თასი და ხუთჯერ აღმართა სუპერთასი, რაც ნაციონალური რეკორდია.

გუნდი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს ევროარენაზეც. “ბატემ” 5-ჯერ მიიღო მონაწილეობა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ორჯერაც ევროპის ლიგის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.

“დინამოსა” და “ბატეს” გზები ორჯერ გადაიკვეთა და ორივეჯერ უეფას თასის გათამაშებაზე. პირველ შემთხვევაში 2001 წელს, როდესაც “დინამომ” 2:1 იმარჯვა და შემდეგ 0:4 დათმო მატჩი. მეორედ კი 2004 წელს, როცა “დინამომ” ორივე შეხვედრაში აჯობა “ბატეს” – 3:2 და 1:0.

გასული სეზონი “ბატემ” ბელორუსის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და ოქროს მედლები ირგუნა. 26 თამაშიდან ბორისოველებმა 65 ქულა დააგროვეს. ბელორუსები ბელეკში 26 იანვრიდან იმყოფებიან და ერთი სპარინგი უკვე ჩაატარეს. თბილისელთა მომავალი მეტოქე მაკედონიურ “შკენდიასთან” 1:2 დამარცხდა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:51 | 04.02.2016
saqme (2310)

;;;;;;;

23:31 | 04.02.2016
saqme (2310)

ეხლა ვნახე ბარსას და ბატეს შემადგენლობა და სუ სხვა შემადგენლობა იყო იმ ბატეს შემადგენლობაში

ესენია:ბატე:გუტორი,ვოლოდკო,ფილიპენკო,შიმიჩი,ბორდაჩოვი,ოლეხნოვიჩი,რუდიკი,ალექსიანი,კონცევოი,ბაგა,რენანი,კურლოვიჩი,კეჟმანი,სკავიჩი,,ეს ლიგაზე დინამოსთან კი ესენი იყვნენ. .ბატე: შარბიცკი, დუბრა, იაბლონსკი, ა. ვალადზკო, ივანიჩი, პიკი, ჟუნერჩიკი, რიოსი, მილუნოვიჩი, რაძიონაუ, მ. ვალადზკო

23:12 | 04.02.2016
saqme (2310)

იცის ვინმემ ვინები ყავს ბატეს ძირითადში?

23:03 | 04.02.2016
saqme (2310)

ესაა შემადგენლობა და ძირითადისაა?

23:02 | 04.02.2016
saqme (2310)

ბატე: შარბიცკი, დუბრა, იაბლონსკი, ა. ვალადზკო, ივანიჩი, პიკი, ჟუნერჩიკი, რიოსი, მილუნოვიჩი, რაძიონაუ, მ. ვალადზკო

22:58 | 04.02.2016
saqme (2310)

შემადგენლობას ვერ დავდეებთ ვერავინ?სად შეიძლება რომ ვნახოთ?

22:57 | 04.02.2016
saqme (2310)

დინამო ძალიან მომეწონა

22:24 | 04.02.2016
hamilton (1371)

არანაირი მეორე შემადგენლობა არ ყოლიათ )) ძირითადი შემადგენლობით იყვნენ

22:09 | 04.02.2016
gogol (1522)

ბატესაც თუ მეორე შემადგენლობა ყავდა ჩვენი საშველი არ ყოფილააა)))

21:59 | 04.02.2016
saqme (2310)

საინტერესოა ბატეს რომელი შემადგენლობა ყავდა?

21:25 | 04.02.2016
gogol (1522)

ულოცავ დინამოს დამსახურებულ მოგებას შეეძლოთ 3:0 მოეგოთ უფრო სოლიდური იქნებოდა

0.117878