ჩოგბურთი

0:17 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე მერვედფინალში იტალიელს გაეჯიბრება

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ საერთაშორისო 10-ათასიან ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა გიორგი ცივაძემ.

მან საწყის რაუნდში ყაზახეთის წარმომადგენელი ტიმურ ხაბიბულინი 6:4, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში იტალიელ ფილიპო ბალდის გაეჯიბრება.

წყვილთა თანრიგში ცივაძე და რუსი ფიოდორ ჩერვიაკოვი პირველი რეიტინგის მქონე რუსულ დუეტთან (კალოველონისი-ზაიცევი) 6:7 (6:8), 1:6 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095382