ფეხბურთი

22:24 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” რუმინულ კლუბთან 3:4 დამარცხდა

საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” თურქულ ბელეკში გამართულ ტესტ-მატჩში რუმინულ “ვოლუნტარს” დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა.

ქართული კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, საბურთალოელთა მხრიდან გოლები გიორგი ხორხელმა, გიორგი ფანცულაიამ და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს.

პირველი ნახევარი მოწინააღმდეგემ 3:1 მოიგო, მეორე ტაიმში კი კიდევ სამი ბურთი გავიდა, თუმცა “საბურთალომ” მატჩის გადარჩენა ვერ შესძლო.

გასულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა 16 წლის გიორგი ივანიაძემ, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეკრებაზე იახლა.

თურქეთში დედაქალაქელები კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 7 თებერვალს ბულგარეთის უმაღლესლიგელ “პირინთან”, 10-ში კი – სერბეთის პირველლიგელ “ნაპრედაკთან”, რომელიც წლეულს უმაღლესში გადასვლისთვის იბრძვის.

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე, ხორხელი, ბიძინაშვილი, მამუჩაშვილი, კოხრეიძე, ცაცკრიალაშვილი, ივანიაძე.

მეორე ტაიმი: ჩოჩიშვილი, ჩაბრაძე, ლაკვეხელიანი, ბულუხაძე, ბაკურაძე, ალთუნაშვილი, ელვინი, შიხაშვილი, რუხაძე, ხარაიშვილი, ფანცულაია.

0.111464