ფეხბურთი

19:06 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას პირველი შენაძენი შესაძლოა ბრავო აღმოჩნდეს

მომდევნო სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” ახალი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას პირველი შენაძენი შესაძლოა “ბარსელონას” მეკარე კლაუდიო ბრავო აღმოჩნდეს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით ესპანელების პოზიცია აღნიშნულ თემაზე უცნობია. აგრეთვე საინტერესოა როგორ შეხვდებიან ამ წინადადებას მანჩესტერული კლუბის მესვეურები, რადგან გუნდის კარს ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯო ჰარტი იცავს.

ჩილეს ნაკრების გოლკიპერის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ბრავომ 20 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 11 გოლი და 12 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.116912