ჩოგბურთი

15:20 | 3.02.2016 | ნანახია 1900 - ჯერ

გორგოძეს მხარი შაფათავამაც აუბა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის საწყის მატჩში სამხრეთ აფრიკას საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა.

ქართველი ჩოგბურთელები შეხვედრაში 2:0 დაწინაურდნენ და წყვილთა მატჩს აზრი დაუკარგეს. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ეკატერინე გორგოძემ (327-ე რეიტინგში) მადრი ლე რუს (707-ე) 6:3, 6:1 სძლია, მცირე ხანში კი მას მხარი სოფო შაფათავამაც (226-ე) აუბა და ჩანელ სიმონდსს (317-ე) 7:5, 6:4 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ I ჯგუფის 14 ნაკრები ისრაელის ქალაქ ეილატშია შეკრებილი და ორ ოთხგუნდიან და ორ სამგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, A ჯგუფის (შვედეთი, უკრაინა, პორტუგალია) გამარჯვებული ნახევარფინალში C ჯგუფის (ხორვატია, თურქეთი, ესტონეთი, ისრაელი) საუკეთესო ნაკრებს შეხვდება.

თავის მხრივ დაწყვილდებიან B (დიდი ბრიტანეთი, საქართველო, სამხრეთ აფრიკა) და D (უნგრეთი, ბელგია, ბულგარეთი, ლატვია) ჯგუფის საუკეთესო გუნდები. ამ მატჩებში გამარჯვებული 2 ნაკრები ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ისიც ვთქვათ, რომ 4 თებერვალს საქართველოს ნაკრები ისვენებს, 5-ში კი უმთავრეს კონკურენტ დიდ ბრიტანეთს დაუხვდება. სავარაუდოა, რომ B ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას სწორედ ეს დაპირისპირება გაარკვევს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:03 | 15.08.2021
O. Mertskhali (8101)

შავ-თეთრი ფოტო რა არი?! - მეთქი რაღაც მოხდა..

0.06544
1900