ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიო გაუჩომ “ლესტერის” შეთავაზება არ მიიღო. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სამხრეთამერიკელმა პრემიერლიგაში ასპარეზობას ჩინეთში თამაში არჩია.
“მელიების” დამრიგებელი კლაუდიო რანიერი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი გუნდს დაეხმარება, თუმცა “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ჩინეთში სურს.
აზიური ქვეყნის ჩემპიონატი უკვე ძლიერდება და კლუბები ფეხბურთელების შესაძენად სოლიდურ თანხებს გასცემენ. ჯექსონ მარტინესში “გუანჯოუმ” 42 მილიონი ევრო გადაიხადა და ალექს ტეიშეირას ყიდვას 50 მილიონად ცდილობს. შესაძლოა რონალდინიოც უახლოეს მომავალში ამავე კლუბში აღმოჩნდეს.