კალათბურთი

14:52 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანკანი “ნიუ ორლეანთან” ვერ ითამაშებს

“სან ანტონიოს” ლიდერი ტიმ დანკანი “ნიუ ორლეანთან” მატჩში ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დანკანს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც კალათბურთელმა ბოლო ოთხი შეხვედრა გამოტოვა. ჯერჯერობით ვეტერანის პარკეტზე დაბრუნების თარიღი უცნობია.

მიმდინარე სეზონში ტიმი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.9 ქულას, 7.6 მოხსნა, 3 პასს და 1.4 ბლოკ-შოტს აგროვებს.

“სან ანტონიო” “ნიუ ორლეანის” შეხვედრა 4 თებერვალს 05:30 საათზე დაიწყება.

0.114616