ნბა-ს იანვრის თვის საუკეთესო ახალწვეულებად “ნიუ იორკის” ლატვიელი ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი და “მინესოტა ტიმბერვულვზის” ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პორზინგისს და თაუნსს აღნიშნული ტიტული ზედიზედ მესამედ ერგოთ.
იანვრის თვეში ლატვიელი გუნდს საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15.3 ქულას, 7.2 მოხსნას და 1.6 ბლოკ-შოტს სძენდა. თაუნსი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.9 ქულას 10.9 მოხსნას და 1.6 ბლოკ-შოტს აგროვებდა.