გამთენიისას ნაციონალური საკალათბურო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
“ლეიკერსმა” შინ “მინესოტას” 119:115 აჯობა. “ლეიკერსის” გამარჯვებაში ლომის წილი კობი ბრაიანტმა დაიდო, რომელმაც სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. “შავმა მამბამ” გუნდს 38 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. კობიმ 11-დან 7 სამქულიანი, 10-დან 3 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “ლეიკერსი” 10 მოგებით და 41 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო მე-15 ადგილზეა, “მინესოტა” იმავე კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს.
“ჰიუსტონ როკეტსმა” საკუთარ დარბაზში “მაიამი ჰიტს” 115:102 მოუგო. პირველი თანაბარი პერიოდის შემდეგ სამივე პერიოდში ჰიუსტონელები უპირატესობას ფლობდნენ. გამორჩეული იყო ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც 26 ქულა და 14 პასი შესძინა გუნდს. 14 პასი მიმდინარე სეზონში “ბაბუაწვერას” საუკეთესო მაჩვენებელია. “მაიამიში” 17 ქულით დენგი გამოირჩა.
“ნიუ იორკი” – “ბოსტონი” 89:97 (22:21, 25:24, 18:25, 24:27)
https://www.youtube.com/watch?v=1lqVjelofOU
“ჰიუსტონი” – “მაიამი” 115:102 (31:31, 29:24, 27:25, 28:22)
https://www.youtube.com/watch?v=y1vPYhPO0u8
“ფინიქსი” – “ტორონტო” 97:104 (32:28, 13:24, 26:26, 26:26)
https://www.youtube.com/watch?v=uHgGGwSGIW4
“პორტლენდი” – “მილუოკი” 107:95 (27:19, 29:30, 23:24, 28:22)
“ლეიკერსი” – “მინესოტა” 119:115 (27:26, 39:26, 26:29, 27:34)