ფეხბურთი

1:17 | 3.02.2016 | ნანახია 522 - ჯერ

ზუგდიდელთა მზადება პირველი ტესტ-მატჩისთვის

თურქულ შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” პირველ საკონტროლო მატჩს ქალაქ სიდეში, დღეს, გერმანული “აუერბახის“ წინააღმდეგ გამართავს.

კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, გუშინ ზუგდიდელ ფეხბურთელებს ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდათ. მთავარმა მწვრთნელმა იური ბაკალოვმა საწვრთნელი პროცესი მთლიანად ტაქტიკურ მომზადებას დაუთმო.

ამასთან, უკრაინელი სპეციალისტი ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს და დაგეგმილი თამაშიდან გამომდინარე, განრიგიდან ხვალინდელი დილის ვარჯიშები მოხსნა.

“ზუგდიდი”-“აუერბახის“ ტესტ-მატჩი 3 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

თეგები‘ზუგდიდი”

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:06 | 15.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რეალმა შემდეგ ორ მატჩში 4 ქულის დაგროვება მაინც თუ მოახერხა ჩემი აზრით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს ჩემპიონობისთვის. ქულებში დიდი სხვაობა არ იქნება მარა მოიშორებს რთულ მატჩებს ერთი და მეორე ხასიათზე მოვა. მარა აი მესიმ თუ ათრია ოთხშაბათს მერე აღარ ვიცი

0.070034
522