ფეხბურთი

18:19 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტურე და “სიტი” ზაფხულში დაშორდებიან

ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” მიმდინარე სეზონის ბოლოს კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე დატოვებს. ამის შესახებ ინგლისურ ტაბლიოდ “სანს” აფრიკელი ფეხბურთელის აგენტმა დმიტრი სელუკმა განუცხადა.

“ვფიქრობ, მიმდინარე სეზონის შემდეგ იაია “სიტის” დატოვებს, მაგრამ მანამდე იგი ტიტულებს მოიგებს. გუნდიდან ტურეს წასვლის მიზეზი არ უკავშირდება პეპ გვარდიოლას მანჩესტერში მოსვლას”, - თქვა სელუკმა.

32 წლის იაია ტურე “სიტიში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს და “ქალაქელთა” ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად დღემდე მიიჩნევა. მანამდე იაია კატალონიის “ბარსელონას”, ფრანგული “მონაკოს”, პირეოსის “ოლიმპიაკოსისა” და დონეცკის “მეტალურგის” ღირსებას” იცავდა. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, აფრიკელი შუახაზელის შემდეგი გუნდი მილანის “ინტერი” იქნება.

0.116438