რაგბი

17:58 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

წლის პირველი ღია ვარჯიში

4 თებერვალს (ხუთშაბათს), რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩამდე (საქართველო-გერმანია, 06/02/16, 14:00, ავჭალის სტადიონი) 2 დღით ადრე ბორჯღალოსნები შევარდენზე პირველ ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც 16 საათზე დაიწყება და დასწრება ტრადიციულად ყველასთვის თავისუფალია.

მასმედიის წარმომადგენლები ფოტო-ვიდეო გადაღებას ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში შეძლებენ.

ბილეთები

შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროში 4 და 5 თებერვალს 11-დან 19 საათამდე, ხოლო 6 თებერვალს ბილეთები 12 საათიდან მატჩის დაწყებამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 ლარი.

აქვე გაცნობებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაუნომრავია, აქედან გამომდინარე ქომაგებს ვურჩევთ თადარიგი დაიჭირონ და მატჩზე ადრე მოვიდნენ, რათა კარგი ადგილების დაკავება შეძლონ.

www.rugby.ge

0.134826