“ტორონტო რეპტორზის” და “ლოს ანჟელეს კლიპერსის” თავკაცები დუეინ კეისი და დოკ რივერსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის იანვრის საუკეთესო მწვრთნელებად აღიარეს.
კეისის გუნდმა გასულ თვეში აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – 12 მოგება, 2 მარცხი. კანადელებმა ზედიზედ 11 მატჩში იმარჯვეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთეო შედეგია.
რაც შეეხება რივერსის მიერ გაწვრთნილ “კლიპერსს”, ამ გუნდმა იანვარში 14-დან 11 შეხვედრა მოიგო.
თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე პრეტენზიას სტივ კერი, ლუკ უოლტონი (ორივე – “გოლდენ სტეიტი”), დეივ იერგერი (“მემფისი”), ბილი დონოვანი (“ოკლაჰომა სიტი”), ტერი სტოტსი (“პორტლენდი”) და გრეგ პოპოვიჩიც (“სან ანტონიო”) აცხადებდნენ.